ასლან აბაშიძე: „ამის შემდეგ აჭარაში ჩვენ გადავწყვეტთ ყველაფერს“

ასლან-აბაშიძე-adjaraps

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,საერთაშორისო სამართლის პროფესორი, ასლან  აბაშიძე , რომელიც მოსკოვში მოღვწეობს ,საქართველოში დაბრუნდა და ორგანიზაცია „ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან ერთად“დააფუძნა.

„ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისათვის. ჩვენ და საზოგადოება ერთად გამოვარჩევთ ყველაზე ღირსეულ ადგილობრივ პროფესიონალებს, ისინი დაიწყებენ ქართული პოლიტიკის გატარებას და გაწმენდნენ ადგილობრივ სტრუქტურებს ძველი ნარჩენებისაგან. ესაა ჩემი მთავარი ამოცანა. ამბობენ რომ მე მინდა აჭარის პირველი პირობა, ისიც თქვეს რომ თითქოსდა საგარეო  საქმეთა მინისტრობა მინდა. ეს ტყუილია. მე ვარ რუსეთის მოქალაქე, მაქვს რამდენიმე ძალიან მაღალი თანამდებობა მოსკოვსა და ჟენევაში, მაქვს მაღალი  ანაზღაურება  და აზრადაც არ მომივა, პოლიტიკით დავკავდე ,მით უფრო საქართველოში. ჩამოვედი იმისთვის,  რომ  ჩავუდგე  სათავეში ხალხის მოძრაობას და ვაკეთო ჭეშმარიტად ქართული საქმე. ამიტომ, ხალხსაც იგივეს ვეუბნები-არ მინდა თქვენი ფული, არ მინდა დეპუტატობა, არც მინისტრობა. გამომყევით -აჭარა გავათავისუფლოთ, – განაცხადა  ასლან აბაშიძემ „ქრონიკა +“-თან  ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც  გაზეთის  სამშაბათის ნომერში გამოქვეყნდა.

გაიზიარე სიახლე

Share to Google Buzz
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex