საქართველოს ნაკრები რაგბში დღეს სამოას ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავს

Georgian rugby team

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სამოას ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავს.
გუნდებმა გუშინ კაპიტნის ვარჯიშები და წინასამატჩო პრესკონფერენციები გაიმართეს.
სამოელთა მთავარმა მწვრთნელმა, სთივენ ბითემმა განაცხადა, რომ რთული მატჩი ელით გუნდთან, რომელიც თავისი ფიზიკური ძალითა და ძლიერი შერკინებით გამოირჩევა. მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს საქართველოს ნაკრებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან საქართველოს ნაკრები თავდაჯერებული გავა მოედანზე.
საქართველოსა და სამოას ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ – 2003 წელს, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სამოამ “ბორჯღალოსნები” 46:6 დაამარცხა.
საქართველოსა და სამოას ნაკრებების შეხვედრა დღეს, 16:30 საათზე დაიწყება.

 

გაიზიარე სიახლე

Share to Google Buzz
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki
Share to Yandex

კატეგორია: სლაიდერი, სპორტი